ალბერტო პასუხისმგებელია ფირმაში უძრავი ქონების დეპარტამენტზე. მას დაგროვილი აქვს 20 წლიანი გამოცდილება ექსტრაორდინალურ ინვესტიციებში და დეინვესტირების ოპერაციებში. უძრავი ქონების აქტივების შეძენასთან, განვითარებასთან, მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებით. (მაგ., ლოჯისტიური ჰაბები, სავაჭრო ცენტრები, flagship stores, სასტუმროები და მსგავსი დაწესებულებები, რეზიდენციალური კომპლექსები, და.შ.). ალბერტო რეგულარულად ეხმარება წამყვან კომპანიებს დოკუმენტების შედგენასა და მოლაპარაკებებში კლიენტების ინტერესების სასარგებლოდ. ის აგრეთვე აქტივების მენეჯმენტში და ლეგალურ საქმიანობაში უწყვეტ კონსულტაციებს უწევს კომპანიებს და სხვა ინსტიტუციურ სუბიექტებს. აკონტროლებს მათი უძრავი ქონების პორტფელის მართვის ყველა ასპექტს. ალბერტო სხვადასხვა დროს იყო მომხსენებელი კონფერენციებსა და სემინარებზე რომელიც შეეხებოდა საინვესტიციო ფონდებსა და უძრავი ქონების ბაზარს. ის არის მილანის ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
განათლება2001 წელს მილანის კათოლიკას უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 2002 წელს ალბერტომ გაიარა საერთაშორისო კვლევების სამაგისტრო პროგრამა ტრენტოს უნივერსიტეტში. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების შემდეგ 2013 წლამდე ახორციელებდა პროფესიულ საქმიანობას საადვოკატო ბიუროს, Freshfields Bruckhaus Deringer LLP-ის უძრავი ქონების დეპარტამენტში. მოგვიანებით 2023 წელს მან საკუთარი ფირმა, LXSA Legal & Tax დააარსა სიმონე ბრამბილასთან ერთად.
ენები: იტალიური(მშობლიური), ინგლისური (თავისუფლად).